დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებენ

03 თებერვალი 2025, 10:15 112 ნახვა

დღეს ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს. ინიციატივის ფარგლებში, კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს. კომისია ექვსთვიანი ვადით შეიქმნება, დაგეგმილია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების გამოკითხვა და  ექვსი თვის შემდეგ  პროკურატურისთვის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გაგზავნა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელსაც შესაძლოა კონკრეტულ დანაშაულებში ბრალი მიუძღოდეს.

მმართველი პარტია გადაწყვეტილებას პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების და ყოფილი მმართველი პარტიისგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის არგუმენტებით ხსნის.

გეგმას არასერიოზულად აფასებს ოპოზიცია, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში