ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან - დონალდ ტრამპი

03 თებერვალი 2025, 10:11 129 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის ადმინისტრაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები უკრაინასთან, რუსეთთან და სხვადასხვა მხარეებთან.

„ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვადასხვა მხარეებთან, მათ შორის უკრაინასა და რუსეთთან“,- განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება.

ამ განცხადებას გამოეხმაურა კომუნიკაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, დიმიტრი ლიტვინი და განაცხადა, რომ ეს წარუმატებელი გეგმაა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ტარიფებმა, რომელიც მექსიკას, კანადასა და ჩინეთს დაუწესა, შესაძლოა, გამოიწვიოს მოკლევადიანი სირთულეები ამერიკელებისთვის.

ტრამპის თქმით, ეს ზომები აუცილებელია იმიგრაციისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაზღუდად და ადგილობრივი ინდუსტრიების წასახალისებლად.

„შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში გვქონდეს გარკვეული სირთულეები, და ხალხი ამას აცნობიერებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შეერთებული შტატები პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოიყენა და ვაპირებთ, ეს შევცვალოთ“,- განაცხადა ტრამპმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში