სპორტის რეფორმის და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფციის განხილვა

29 იანვარი 2025, 15:02 162 ნახვა

მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სპორტის საზოგადოებასთან სპორტის რეფორმა და თბილისის ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილა.

მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ახალ სტადიონს მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება, მოეწყობა საკონცერტო და საკონვენციო ინფრასტრუქტურა, რაც  ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობას გაზრდის.

ცნობილია, რომ მთავრობას ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ჰოლანდიური კომპანია გაუწევს. სტადიონის  კონცეფციის შექმნაში უეფას ექსპერტები ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში