ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და სტუდენტების სასამართლო პროცესი

28 იანვარი 2025, 11:58 399 ნახვა
00:00
00:00

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4  სტუდენტის  სასამართლო  პროცესი დღეს 12:30-ზეა  ჩანიშნული. კანონის შესაბამისად მოსამართლემ დღეს უნდა განიხილოს რამდენად მიზანშეწონილია მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზეც იმსჯელებენ. აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს დაცვის მხარე. შეგახსენებთ, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე  და სტუდენტები, დავით გვიანიძე, გურამ მიქელაძე, ანდრო კაკაბაძე და გიორგი დავითაძე ბათუმში ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით 9 დეკემბერს დააკავეს.

ხუთივე პირს   პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება.  წარდგენილი მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი