თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

25 იანვარი 2025, 17:38 337 ნახვა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

15 საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს.

მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში