სახალხო დამცველის რწმუნებულმა ნიკოლოზ კაცია მოინახულა

24 იანვარი 2025, 18:26 115 ნახვა

სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს ნიკოლოზ კაცია მოინახულა. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე მიუთითა, რაზეც სახალხო დამცველმა მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

"ასევე, ნიკოლოზ კაციას თხოვნით, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა მისი კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე აქტიურ ზედამხედველობას", - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში