პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის საქმე- დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 იანვარი 2025, 18:28 100 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით გოჩა ნიკოლაენკოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მას სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ და დაენიშნება იძულებითი მკურნალობა.
პროკურორი ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა. ადვოკატი არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარის მოთხოვნას და მიიჩნევდა, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა უმოკლეს ვადაში უნდა შემოწმებულიყო და საპატიმროს ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ.
გოჩა ნიკოლაენკოს ახლობლები ადასტურებდნენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენამდე პერიოდულად მკურნალობის კურსს გადიოდა.
გამოძიების ინფორმაციით, 20 იანვარს ბრალდებულის ახლობლებმა 112-ში დარეკეს და გოჩა ნიკოლაენკოს სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა სურდათ. საქმის მასალების მიხედვით, ადგილზე მისულ სამ პოლიციელს ბრალდებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი