ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო

22 იანვარი 2025, 19:30 267 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიმართ გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო - ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" საია-ს იურისტზე, მზია ამაღლობელის ადვოკატ ჯუბა ქათამაძეზე დაყრდნობით ავრცელებს

" ბათუმელებისა"  და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის განცხადებით,  საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით - ამბობს ადვოკატი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი