შერატონ ბათუმი“ გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა - მათი მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა, სასტუმროს ადმინისტრაციასთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ მის კუთვნილ სივრცეში თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავას თქმით, შემთხვევის ადგილას პოლიციის „განზრახ, დაგვიანებით მისვლამ, თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა“.