აქცია საგამოძიებო უწყებასთან

20 იანვარი 2025, 20:02 78 ნახვა

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ სლოგანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელს მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობა და საქმესთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებაა.
ისინი ითხოვენ, სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფაქტები ობიექტურად მოიკვლიოს და შეაფასოს. ისინი ასევე სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პირადად მოისმინონ მისგან, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც, მათივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ძალიან გვიან დაიწყო.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი