ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდირება ვერ ხერხდება.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.