პრემიერ-მინისტრის განცხადება

15 იანვარი 2025, 20:04 128 ნახვა

ირაკლი კობახიძე - 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება, ყველაფერი დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობებია 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრი დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც არავითარი ფასი არ აქვს.

„რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში