,,მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვის საგანგაშო პრეცედენტია„ - აცახდებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელს სისტემა სჯის მისი საქმიანობის გამო, პოლიტიკური მოტივებით და არა იმიტომ, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა.
რაც შეეხება წარდგენილ ბრალს , საიაში აცხადებენ, რომ ბრალდების წარდგენა მოხდა სრულიად უკანონოდ, იმ მუხლით, რომლის შემადგენლობასაც არ იძლევა საქმეში არსებული მტკიცებულებები და რომ სახეზეა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაც უკანონოა, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც დაკავებული მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის უფლებებს იცავს.
უკვე ცნობილია, რომ საია და საქმეში ჩართული სხვა ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივრებენ და მოითხოვენ მზია ამაღლობელის პატიმრობიდან გათავისუფლებას.