შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

15 იანვარი 2025, 09:05 179 ნახვა

ბათუმში „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ  თავს დაესხნენ. ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.  გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსის  ინფორმაციით, გახარიას დაზიანებები სახის არეში  აქვს მიყენებული. კერძოდ კი აღენიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობა.  ასევე ტვინის შერყევა. ექიმის შეფასებით, "გახარია საქართველოსთვის" პარტიის ლიდერის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. მან კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა და თბილისში გაემგზავრა.

გახარიას თანაგუნდელებისთვის თავდასხმის მოტივი უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მათი თქმით, ოპოზიციონერობა ამ ქვეყანაში საშიში გახდა. 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში