გერმანიის კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი ოფიციალურად დასახელდა. სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში გაიმართა შოლცის კანდიდატურას მხარი თითქმის ყველა დელეგატმა დაუჭირა. 596 მომხრე და 5 წინააღმდეგი. დელეგატმა ოლაფ შოლცმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუ 23 თებერვალს გერმანიაში არასწორ გზას აირჩევენ, მეორე დილით სხვა ქვეყანაში გაიღვიძებენ, ეს კი არ უნდა მოხდეს.