სამძიმრის წერილები

09 იანვარი 2025, 15:00 114 ნახვა

გალის რაიონში ხანძრის შედეგად ბავშვების დაღუპვასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელმაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა საქართველოს რეგიონ აფხაზეთის გალის რაიონში. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ამ დამღუპველი მოვლენის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და მეგობარ საქართველოს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გლოვის დღესთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია გერმანიის საელჩოში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო საელჩო ოჯახსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თანაგრძნობა გამოხატეს და სოლიდარობის ნიშნად დროშები დაუშვეს პოლონეთის საელჩოშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში