მთაში თოვს

22 აპრილი 2017, 00:00 8151 ნახვა

 

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. ფოტო: სოფო შავაძე

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. ფოტო: სოფო შავაძე

შუახევის მუნიციპალიტეტში თოვს. ფოტო: სოფო შავაძე

დღეს დილით მესტიაში თოვლი მოვიდა. სვანეთის მსგავსად, 22 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშნელოვანი ვარდნა, წვიმა, მთაში თოვლი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე  დროგამოშვებით ძლიერი და ძალიან ძლიერი დასავლეთის ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროებაა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

22 – 24 აპრილს საქართველოს დიდ და საშუალო მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში