მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად შესაძლო ვიზიტის ცნობებს უარყოფს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და აღნიშნავს, რომ ეს არის ყალბი განცხადება და არავის აქვს ამის გაკეთების უფლება. შოლცის თქმით, ვიზიტის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს ასევე კანცლერს აქვს მკაფიო პოზიცია, გერმანია ამ დროისთვის არის ევროპაში უკრაინის უმსხვილესი მხარდამჭერი და ასეთად დარჩება. მანამდე გერმანიის ოპოზიციაში განაცხადეს, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.