"ტელევიზია ამ მომენტში ვერ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესს“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი. ამიტომ ითხოვენ, რომ პირველმა არხმა გახსნას დღის სატელევიზიო ეთერები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიები გაიმართოს. მაუწყებლის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ისიც რომ პირველ არხს აქვს საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილას დისკუსიებისთვის სტუდიები მოაწყოს.