საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წლიური ანგარიში მოისმინეს. თამარ ქალდანის ანგარიშის მიხედვით. გაზრდილია სამართალდარღვევათა ფაქტები და მიმართვიანობის მაჩვენებელი. ქალდანმა ყურადღება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივაზე და საკანონმდებლო ინიციატივების საჭიროებაზე გაამახვილა.