ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

19 დეკემბერი 2024, 19:30 4405 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. 

დაკვამლიანების შედეგად რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

 

მასალა განახლებადია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში