NASA-ს ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნება გადაიდო

19 დეკემბერი 2024, 11:51 209 ნახვა

ნასას ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნება ისევ გადაიდო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  მყოფი ასტრონავტები ბუჩ უილმორი და სუნი უილიამსი დედამიწაზე ერთ კვირაში უნდა დაბრუნებულიყვნენ თუმცა, ტექნიკური პრობლემების გამო, მათი მისია გახანგრძლივდა. ნასას ინფორმაციით, ახალი დრაგონ კაფსულის მომზადება, რომელიც ეკიპაჟის შეცვლას განახორციელებს, გაჭიანურდა და მისი გაშვება მარტის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში