ალეკო ელისაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

16 დეკემბერი 2024, 14:39 251 ნახვა

 „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი თავისუფალია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. სასამართლოში ელისაშვილის გუნდის წევრები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. 

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელეს.

ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში