უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს

20 აპრილი 2017, 00:00 3019 ნახვა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინაღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შეფასებისას, უმრავლესობის წევრმა ორგანიზაციას ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი უწოდა. 

განცხადება გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გააკეთა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ჩამოყალიბდეს არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციაა. ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე ამ ბოლო დროს, მისი პოზიცია პატარა ორგანიზაციის ვიწრო პოლიტიკური პოზიციაა უფრო. ვფიქრობ, ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავის თავზე" აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის წინაღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტს განსახილველად შესთავაზა

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი