მარგველაშვილი: ''კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამწუხარო და საშიშია''

20 აპრილი 2017, 00:00 3678 ნახვა

ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები შეაფასა და მას საშიში უწოდა. პრეზიდენტმა სამ პუნქტზე გააკეთა აქცენტი:  

"რამდენიმე პუნქტს მინდა შევეხო, პირველი და სამწუხარო ისაა, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს უგულებელყოფილი იქნა. ცვლილებებით, საქართველოს პრეზიდენტს არა ჩვენ, არამედ სხვა, გაურკვეველი წესით არჩეული 300 ხმოსანი აირჩევს" - განაცხადა პრეზიდენტმა.   კიდევ ერთი აქცენტი მარგველაშვილმა  პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შემცირებაზე გააკეთა, მისი თქმით, ისედაც  მცირედი უფლებები, რაც პრეზიდენტს ჰქონდა 2013 წლიდან, კიდევ უფრო ეზღუდება.

"ყველაზე საშიშია ის, რომ ფაქტიურად ქვეყანას არ ეყოლება მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს, როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვისუნარიანობას" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მისი თქმით, კონსტიტუციურ ცვლილებებში გამქრალია  უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება ომში იყოს მთავარსარდალი და მის მოქმედებას ღარ ექნება ეფექტურობა, ადგან ის იქნება ყოვლად მოუმზადებელი.

"ისეთ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირი წესით ძირითადში ორპალატიანი პარლამენტია, ძირითადში არის ფედერალური მოწყობის პარლამენტი. გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტალურ გადასინჯვაზე იყო საუბარი და ჩვენმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი,  რომელიც პარლამენტს აქცევს უფრო ქმედით ორგანოდ" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი