ინციდენტი პარლამენტში 

19 აპრილი 2017, 00:00 2608 ნახვა

სუს-ის უფროსის ანგარიშის ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, სხდომის დახურვის საკითხს პარლამენტარებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი საწერ-კალამი და წყლით სავსე ჭიქა ესროლა. მეორე შემთხვევა კი სხდომათა დარბაზის მიღმა განვითარდა.

ოთარ კახიძეს მისივე პარტიის "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის ნასროლი საფერფლე მოხვდა. სავარაუდოდ, კანდელაკმა საფერფლე ოცნების დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მისამართით ისროლა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი