მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი უნგრეთში

11 დეკემბერი 2024, 10:04 227 ნახვა

„საქართველოსა და უნგრეთს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველო მადლობელია უნგრეთის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის“ - საქართველო-უნგრეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ჩართულობა ყველა მიმართულებით და განამტკიცოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები საქართველოზე მსჯელობისას ობიექტურ რეალობას დაემყარებიან და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში