„დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ განცხადება

10 დეკემბერი 2024, 14:09 237 ნახვა

დემოკრატიის კვლევის ცენტრი 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას აჯამებს. 

ანგარიშში წერია,რომ 2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულმა უკიდურესად დამძიმებულმა მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.განცხადებაში ვკითხულობთ რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში პირველად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აქციის მონაწილეთა დაშლისა და დაკავების პროცესში გამოყენებული საპოლიციო ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველმა წამებად დააკვალიფიცირა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებამ უკიდურესად შეზღუდა კრიტიკული მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის სივრცე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და მედიის, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმართული ცილისმწამებლური და ფიზიკური ანგარიშსწორების კამპანიით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში