მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10 დეკემბერი 2024, 11:54 307 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი  პატიმრობა  შეუფარდა  უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რომლებიც ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაში ფიგურირებენ. მათ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის მკვლელობა ედებათ ბრალად.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა, 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული ჭრილობების შედეგად სამი პირი ადგილზე, ხოლო ერთ-ერთი მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები შიდა ქართლში ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სამი ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში