საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს ყოველწლიურ ანგარიშს ჩააბარებს. დოკუმენტი 27 გვერდიანია და მასში საუბარია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა საზოგადოებისთვის ღია იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ, სხდომა მას შემდეგ დაიხუროს, რაც დეპუტატები კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავა.