საია ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს

04 დეკემბერი 2024, 14:09 138 ნახვა

მიმდინარე აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. საიას თავმჯდომარის განცხადებით,   სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მიმდინარე ძალადობრივი  რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს და  ვინაიდან ქვეყანაში დამოუკიდებელი  საგამოძიებო მექანიზმი არ არსებობს  აღნიშნული  ფაქტები  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა განიხილოს.

ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, რომ  საია შექმნის საკოორდინაციო ფორმატს ,რომელშიც  ჩართვის შესაძლებლობა   აქციებზე დაშავებულ და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

ასევე ქურდოვანიძე აცხადებს, რომ დაუშვებელი და  უკანონოა  დემონსტრანტების დასაშლელად  გამოყენებულ წყლის ჭავლში   რაიმე ნივთიერებების შერევა და  ხელისუფლებას  მიმართავს, გაასაჯაროვონ  რა ნივთიერებას ურევენ  წყლის ჭავლში, რათა  გამარტივდეს დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში