ევროპის მოედანი, მთავრობის სახლი, საქალაქო და საკონსტიტუციო სასამართლოები - გვიან ღამემდე გაგრძელდა ბათუმში საპროტესტო აქცია. იყო ქუჩებში მსვლელობა.
ამ წუთებში კი მორიგი საპროტესტო აქცია იწყება ბსუ-სთან, სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ნაწილი დღეს აუდიტორიებში შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროტესტს უერთდება სხვა უმაღლესი სასწავლებლები. ხელოვნებისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი.