გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. მიზანი სატყეო მეურნეობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებაა. თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად სხვადასხვა პროექტი განხორციელდება. რეგიონის პირველი პირის განცხადებით, ქართულ-გერმანული პროექტები, რომლებიც ამ მიმართულებით ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით განხორციელდება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და მათ რეალიზებაზე ქართველი და გერმანელი სპეციალისტები ერთად იზრუნებენ.