პოლიტიკოსების გამოხმაურება

29 ნოემბერი 2024, 14:18 85 ნახვა

რუსიფიკაციისკენ მიმავალი გზა, კონსტიტუციის 78-ე მუხლის უგულვებელყოფა და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის ხელიდან გამოგლეჯა - ასე აფასებენ დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აჭარაში.

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის განცხადებით ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიწყო მივა ბოლომდე.

კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი კი ამბობს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა არის ქართული ოცნების დასასრული.

საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და პრემიერის განცხადება შეაფასა უმაღლესი საბჭოს წევრმა ცოტნე ანანიძემ. მისი თქმით, თუკი აქციის მონაწილების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი დადასტურდება ყველა აგებს პასუხს. მეორეს მხრივ მოუწოდებს მომიტინგეებს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იმოქმედონ. რაც შეეხება ევროინტეგრაციის საკითხს ამბობს, რომ ქვეყანა გააგრძელებს ევროპული გზისკენ სვლას და 2030 წელს მზად იქნება წევრობისთვის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში