გიორგი კვირიკაშვილი ირანში გაემგზავრება. თეირანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 22 აპრილს ეწვევა. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანელი კოლეგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, ვიზიტის დეტალები და მოსამზადებელი სამუშაოები უკვე შეთანხმებულია. საქართველოს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ირანის ბიზნესფორუმიც გაიმართება