ეკა ბესელიას გამოკითხვა

21 ნოემბერი 2024, 18:02 253 ნახვა

იურისტმა ეკა ბესელიამ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული მტკიცებულებები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარადგინა.
მისი განცხადებით, მან საგამოძიებო ჯგუფს გადასცა ყველა ის, ვიდეო, აუდიო თუ სხვა მტკიცებულება, რომელიც ნათლად ასახავს იმას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ბესელიას თქმით, მას ოპოზიციურმა პარტიებმა მიაწოდეს საქმის მასალები, რითაც არჩევნების შედეგების არალეგიტიმურობა მტკიცდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში