ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

20 ნოემბერი 2024, 17:33 145 ნახვა

500 ლარით დააჯარიმა სასამართლომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრი დავით კირთაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო. 

როგორც დავით კირთაძის ადვოკატი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი.

დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე შეასხა, რის გამოც სხდომა გარკვეული დროით შეჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში