უკრაინამ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა, - ინფორმაციას როიტერი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.