ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის ლეგიტიმური გადაწყვეტილება, იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს - მარეკ ეშტოკი

19 ნოემბერი 2024, 12:03 233 ნახვა

გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარეკ ეშტოკმა​​ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მიიღო ლეგიტიმური გადაწყვეტილება.

„ჩვენ მივიღეთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ეს ლეგიტიმური გადაწყვეტილებაა. გვესმის, რომ იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“, – განაცხადა მარეკ ეშტოკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი