გამოხმაურება პრეზიდენტის განცხადებაზე

18 ნოემბერი 2024, 20:36 129 ნახვა

გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონშვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი, - ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა.

მდინარაძე პრეზიდენტის მოთხოვნებსაც შეეხო და რამდენიმე იუმორისტული შედარებაც გააკეთა :

„აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.

აი ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!

მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში