აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

18 ნოემბერი 2024, 09:37 100 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ  საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს. ისინი აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

ამ დროისთვის რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი, გადაადგილება შეფერხებულია.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში