პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენელი აქციაზე იმყოფება, თუმცა კარვების გაშლაში ისინი არ მონაწილეობენ.
ამის შესახებ, ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, კარვები გაშალეს და ტერიტორიის პიკეტირება მოახდინეს.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან პარტიების „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.