ბრიუსელში ხვალ, 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.
საგარეო საქმეთა საბჭო ადგილობრივი დროით დილის 9:30 წუთზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
დღის წესრიგში პირველ საკითხად უკრაინა და მის მიმართ განხორციელებული რუსული აგრესია იქნება, ხოლო მეორე საკითხად საქართველო.