საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

17 ნოემბერი 2024, 11:54 134 ნახვა

საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული საქართველოა.  ანდრია ფუტკარაძემ ქვეყანას  ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა. ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისგან 180 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით კი 59. საქართველომ უმაღლესი ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტასგან. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა. კონკურსი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში შედგა, სადაც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში