საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაწყებულია.
წელს, საბავშვო ვროვიზიაზე საქართველოს, ბათუმელი ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.
ქართველი კონკურსანტი ევროვიზიის სცენაზე, 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარსდგება.
კონკურსი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ანდრია ფუტკარაძე სიმღერას To My Mom – „დედას“ შეასრულებს.
საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, დააჭიროთ ღილაკს VOTE.
ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ ბმულს.
წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში გაიმართება, 17 ქვეყანა მონაწილეობს.
გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა.