ბათუმის საქალაქო სასამართლო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის სარჩელებს განიხილავს

14 ნოემბერი 2024, 17:59 255 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მოქალაქეთა გაერთიანება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ცოტახნის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და არგუმენტებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა სარჩელის ავტორი დღევანდელ გადაწყვეტილებას.
სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოსარჩელის არცერთი შუამდგომლობა, რომლითაც მხარე სასამართლო დარბაზში ხმის მთვლელი ვერიფიკაციის აპარატის ექსპერიმენტის ჩატარებას და ბიულეტენის ნიმუშის მტკიცებულების სახით დართვას , ასევე მოწმეთა გამოკითხვას ითხოვდა.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის მიერ გასაჩივრებული იყო უმაღლესი საარჩევნო კომისიის ის განკარგულება, რომლის თანახმადაც უსკომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 ვე ოლქის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებაზე უარი უთხრა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში