ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

11 ნოემბერი 2024, 17:46 246 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტორებს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ბილიკით სარგებლობა შეუძლიათ.

მათივე ცნობით, გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 700 მეტრს აღწევს.

ამ ეტაპზე, დაცულ ტერიტორიაზე გადმოსახედი კოშკურის მშენებლობა მიმდინარეობს. მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება.

ქობულეთის ტორფნარებზე, ასევე იგეგმება სპეციალური ნიშნულების, მცირე მოსასვენებელი სივრცეებისა და ავტოპარკინგის მოწყობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში