10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ამსტერდამში ისრაელის კლუბ „თელ-ავივის მაკაბისა“ და ნიდერლანდების „აიაქსს“ შორის გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ. ნიღბიანი პირები ისრაელის გულშემატკივრებს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთ მათგანს პალესტინის დროშები ეჭირა და ისმოდა პალესტინის მხარდამჭერი შეძახილები.
თავდამსხმელებმა ასევე იმ სასტუმროში შეჭრაც სცადეს, სადაც ისრაელელები იმყოფებოდნენ და პირველადი მონაცემებით გუნდის რამდენიმე ქომაგი დაშავდა.
ისრაელის მედიის ცნობით, მატჩის დაწყებამდე ისრაელის გუნდის გულშემატკივრებმა ქუჩაში გამოფენილი პალესტინის დროშები ჩამოხიეს. მომხდარი ფაქტის შედეგად პოლიციამ 57 ადამიანი დააკავა.
ისრაელის პრემიერმა ნიდერლანდებში 2 თვითმფრინავის გაგზავნის ბრძანება გასცა, რათა ამსტერდამიდან მოქალაქეები სასწრაფოდ წავიდნენ.