სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვა გრძელდება

07 ნოემბერი 2024, 12:08 247 ნახვა

დაახლოებით 22 საათია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სადამკვირვებლო კოალიციის „ჩემი ხმა“ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების განხილვა, რომელიც გულისხმობს არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა.

ამ წუთებში კი სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას. სწორედ სააპელაციო სასამართლოა ბოლო ინსტანცია, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს იხილავს.

გუშინ დაწყებულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია. საჩივრებს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის თავმჯდომარეობით, გოჩა დიდავა და დიმიტრი გვრიტიშვილი იხილავენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში