არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმე - ზურაბ ჯაფარიძის გამოკითხვა

07 ნოემბერი 2024, 10:59 234 ნახვა

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე უკვე გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც პროცესს არჩევნების გაყალბების გაგრძელებად აფასებს.

მისი თქმით, სოციალური მედია სავსეა მტკიცებულებებით. პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, რომ მოწმემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას.  მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში გამოკითხულ არც ერთ პირს არ დაუსახელებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში